fbpx
საბერძნეთი

ცვლილება გადაადგილების აკრძალვაში – ვის ემუქრება 300 ან 450 ევროიანი ჯარიმები?!

საბერძნეთის მთავრობა დამატებით ზომებს იღებს, რათა სააღდგომო პერიოდში მოსახლეობის გადაადგილება მაქსიმალურად შეზღუდოს. ვინაიდან საზოგადოების ნაწილი სოფლებში გაღწევას ცდილობს და დღესასწაულის ტრადიციულად აღნიშვნა სურთ, საჭიროდ მიიჩნევა ჯარიმის რაოდენობის გაზრდა, გაორმაგება ან გასამმაგებაც კი.

კერძოდ, ამ დროისთვის ქუჩაში არააუცილებელი მიზეზით გადაადგილება 150 ევროთი ჯარიმდება. თუმცა, ჯარიმის ორმაგი ან სამმაგი რაოდენობის გადახდა მოუწევთ ორი კატეგორიის კანონდამრღვევებს:

  1. მათ, ვისაც ერთხელ უკვე უფიქსირდება მსგავსი დარღვევა წარსულში და უკვე დაჯარიმებულია 150 ევროთი.
  2. მათ, ვინც აღმოჩნდება ეროვნულ, ცენტრალურ გზებზე ან სახლიდან ძალიან დიდი მანძილის მოშორებით, მიზეზის გარეშე. ანუ ისინი, ვინც ეცდებიან, რომ სოფლების მიმართულებით წავიდნენ და ეს დაუმტკიცდებათ, დაჯარიმდებიან არა 150, არამედ 300 ან 450 ევროთი.

საბოლოო გადაწყვეტილებები მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. მთავრობა ფიქრობს, რომ აღდგომის პერიოდი განსაკუთრებით კრიტიკულია და საზოგადოების მოდუნებამ შესაძლოა რთულ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

 

onalem

ტესტ