fbpx
საბერძნეთი

დღეს საბერძნეთში ზაფხულის გრაფიკი სრულდება – ხვალიდან საათებს ზამთრის დროის მიხედვით გადავწევთ

შესაძლოა ჯერ ისევ ზაფხულის სამოსით დავდივართ და სუსხიან ამინდებს არ შევუწუხებივართ, მაგრამ დღეს საბერძნეთში ზაფხულის გრაფიკი სრულდება და ხვალიდან უკვე ზამთრის დროზე გადავდივართ, რისთვისაც საათები 1 საათით უკან უნდა გადავწიოთ.

კვირას, 29 ოქტომბერს, რაც ამ თვის ბოლო კვირა დღეა, საათებს 1 საათით უკან გადავწევთ. ცვლილება ავტომატურად საათებზე (ტელეფონებში, კომპიუტერებში) მოხდება 04:00 საათზე და აჩვენებს 03:00 საათს. დანარჩენ საათებზე კი შეცვლა არ უნდა დაგვავიწყდეს.

ზამთრის გრაფიკი შემდეგნაირად გამოიყურება, “სიჩუმის საათების” თვალსაზრისით, რომელიც 1 ოქტომბრიდან შეიცვალა:

15:30 საათიდან 17:30 საათამდე
ღამით 22:00 საათიდან მეორე დილის 07:30 საათამდე.

ზაფხულის გრაფიკს დავუბრუნდებით 2024 წლის 31 მარტიდან და კვლავ ძალაში იქნება შემდეგი გრაფიკი:

15:00 საათიდან 17:30 საათამდე
ღამით 23:00 საათიდან მეორე დილის 07:00 საათამდე.

აღნიშნულ საათებში აკრძალულია ნებისმიერი სახის ხმაური, რაც არღვევს საზოგადოებრივ სიმშვიდეს, ხოლო დარღვევები ისჯება კანონით.

onalem

ტესტ