fbpx
საბერძნეთი

ათენი: როგორ მოძრაობს ტრანსპორტი, რომელი სადგური და დაწესებულებებია დაკეტილი დღეს?!

აღნიშნულ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც დღევანდელ დღესთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ. აქ თავმოყრილია ცნობები ტრანსპორტის მოძრაობის, დაკეტილი გზებისა და იმ დაწესებულებების შესახებ, რომლებიც 28 ოქტომბერს არ მუშაობს.

კერძოდ, ტრანსპორტის გადაადგილება 28 ოქტომბერს აკრძალული იქნება დილის 09:00 საათიდან შემდეგ ქუჩებზე:

ვასილისის ამალიას (მთელ სიგრძეზე)

ელ. ვენიზელუ (პანეპისტიმიუ) მთელ სიგრძეზე და პარალელურ ქუჩებზე

ვასილისის სოფიას გამზირი

სიგრუს გამზირის ნაწილი, დიაკუსა და დიონისიუ არეოპაგიტუს ქუჩებს შორის

მიტროპოლეოს მთელ სიგრძეზე

ვასილისის ოლგას

ვასილისის გეორგიუ

სინდაღმა

იროონ პოლიტეხნიუ.

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ქუჩებსა და გამზირებზე საჯარო ტრანსპორტი არ იმოძრავებს.

onalem

ტესტ