fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დააკავეს ემიგრანტი მამაკაცი, რომელსაც თავისი თანამემამულეების 106 პასპორტი ჰქონდა მითვისებული

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში, კერძოდ, იოანინაში, დააკავეს ემიგრანტი მამაკაცი, რომელსაც ასზე მეტი პასპორტი აღმოუჩინეს. ისინი მის თანამემამულეებს ეკუთვნით.

უფრო კონკრეტულად, საჩივარი პოლიციაში პარასკევს შევიდა, რის შედეგადაც დაიწყო გამოძიება და დააკავეს პაკისტანელი მამაკაცი, რომელსაც 106 პაკისტანური პასპორტი ჰქონდა მითვისებული. აღნიშნული დოკუმენტები ჩამორთმეულია და მფლობელებს დაურიგდებათ.

ცხადია, სხვა ადამიანის პასპორტის ფლობა უკანონობაა და პაკისტანელი შესაბამისი ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა, ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ პაკისტანელთან საეჭვო ურთიერთობაში ფიქსირდებიან ადგილობრივი საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებიც.

ამ დროისთვის პოლიცია ცდილობს დაადგინოს, “თანამშრომლობდნენ” თუ არა საჯარო მოხელეები და პაკისტანელი მამაკაცი სხვადასხვა უკანონობების განხორციელებაში.

onalem

ტესტ