fbpx
ემიგრაციული სიახლეები

თესალონიკში ქართულმა დიასპორამ გენერალური კონსული, ნოდარ კომახიძე დააჯილდოვა

2023 წლის 10 ივნისს, თესალონიკის ფილარმონიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „აფხაზეთის“კონცერტი გაიმართა.
თესალონიკს ეწვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და მთავრობის წევრები. სიტყვით გამოსვლისას რუსლან აბაშიძემ და თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადეს მობრძანებისთვის და დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
დიასპორის წარმომადგენლებმა გენერალურ კონსულს გაწეული შრომისთვის მადლობის ჯილდო გადასცეს, დაჯილდოვების ინიციატორი კი ქალბატონი ზოია სულხანიშვილი იყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

onalem

ტესტ