fbpx
საბერძნეთი

ომონია: არასრულწლოვანი გოგონა პოლიციას 63 წლის პედოფილის დაკავებაში დაეხმარა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ომონიაზე მოხდა, სადაც პოლიციამ 63 წლის პედოფილი დააკავა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ოფიცრები ამ ყველაფერს ვერ შეძლებდნენ, რომ არა არასრულწლოვანი გოგონას გამბედაობა.

საუბარია მამაკაცზე, რომელიც არასრულწლოვან გოგონებთან გარყვნილი ქმედებების განხორციელებას ცდილობდა. მან ბოლოს ერთ-ერთ გოგონას ტელეფონზე დაუკავშირდა და უთხრა, რომ მასთან შეხვედრა უნდოდა, მოგვიანებით კი, გაუგზავნა ფოტოები, რომლებზეც შიშველ მდგომარეობაში იყო.

როგორც ირკვევა, არასრულწლოვანმა დაუყოვნებლივ დარეკა პოლიციაში და ოფიცრებთან ერთად ოპერაცია დაიგეგმა, მამაკაცს ომონიის ტერიტორიაზე დაუთქვა შეხვედრა, სადაც მივიდა კიდეც და ფაქტზე დააკავეს.

გაირკვა, რომ პედოფილი კოლონოს ტერიტორიაზე ცხოვრობს და ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც არასრულწლოვნებთან ცდილობდა შეხვედრას. გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს, ჩადენილი აქვს თუ არა მას სხვა დანაშაულებიც.

onalem

ტესტ