fbpx
საბერძნეთი

შემზარავი მკვლელობა საბერძნეთში: 35 წლის მამაკაცმა საკუთარი დედა დანით მოკლა, ბებია კი დაჭრა

ადგილობრივი საზოგადოება შეძრულია აღრინიოში მომხდარი სასტიკი მკვლელობით, რომელსაც ერთი მსხვერპლი ჰყავს. გარდაცვლილია 57 წლის ქალი და დაჭრილია კიდევ ერთი მოხუცი ქალბატონი.

ირკვევა, რომ 35 წლის მამაკაცმა საკუთარ 57 წლის დედას დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რაც შეეხება მოხუცს, ის დამნაშავის ბებიაა, რომელსაც ასევე დანით დაესხა თავს და დაჭრა.

მიუხედავად ჭრილობებისა, ბებიამ მოახერხა და პოლიციაში დარეკა, რის შემდეგაც ოფიცრები ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია, მომხდარის ზუსტი მიზეზები და გარემოებები კი, ჯერ უცნობია.

onalem

ტესტ