fbpx
მსოფლიო

ჯარიმა 1.000 ევრომდე, თუ იტალიის საჯარო ტრანსპორტში ტესტის ან ვაქცინაციის სერთიფიკატის გარეშე შეხვალთ

იტალიის მთავრობამ გუშინ საღამოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ 6 დეკემბრიდან ძალაში შედის ახალი ზომა, რომელიც საჯარო ტრანსპორტის მოხმარებას ეხება.

იტალიის საჯარო ტრანსპორტში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვაქცინაციის სერთიფიკატით ან ტესტის უარყოფითი პასუხით, წინააღმდეგ შემთხვევაში განსაზღვრულია ჯარიმა, 600-დან 1.000 ევრომდე.

კონტროლსა და შემოწმებებს განახორციელებენ არა მხოლოდ ინსპექტორები, არამედ იტალიის ფინანსური პოლიციის ოფიცრები.

როგორც ცნობილია, პროფესორთა ნაწილი საბერძნეთშიც უჭერს მხარს მსგავსი შეზღუდვის დაწესებას, ვინაიდან საჯარო ტრანსპორტი, ხალხით გადატვირთულობის მხრივ, კვლავ ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება, თუმცა, საბერძნეთის მთავრომა აღნიშნულ საკითხს ჯერჯერობით არ განიხილავს.

onalem

ტესტ