fbpx
მსოფლიოჯანმრთელობა

ბერძენი მასწავლებელი ეპიდემიის ეპიცენტრში – შოკისმომგვრელი კადრები ჩინეთიდან

ბერძენ-ამერიკელი ხრისტოს პოტამიანო მუდმივად ჩინეთში ცხოვრობს და მისი საშუალებით Protothema-gr გვაწვდის კადრებს, თუ რა ცხდება ეპიდემიის ეპიცენტრში და როგორ იქცევიან ჩინელები მაშინ, როდესაც ქვეყანაში მომაკვდინებელი კორონა ვირუსის გამო სრული პანიკაა.

როგორც ირკვევა, ადგილზე არსებული მდგომარეობა შოკისმომგვრელია, მაგრამ არა დაპანიკებული ხალხის გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩინელები კვლავ ნიღბების გარეშე გადაადგილდებიან და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მაინც ყიდიან ხორცსა და პროდუქტებს. როგორც ცნობილია, ვარაუდობენ, რომ ვირუსი სწორედ აქედან გავრცელდა, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ ვაჭრობას და არ ატარებენ არც ხელთათმანებს.

პოტამიანოსი ინგლისურს ზეჯიანგის უნივერსიტეტში ასწავლის, ეს პროვინცია კი, უხანის შემდეგ, ვირუსის მეორე ცენტრია.

როგორც ის ამბობს, ზეჯიანგის ქუჩებში აკრძალულია ორი ადამიანის ერთად დგომაც კი, ხოლო სავაჭროდ წასვლა მხოლოდ დღეგამოშვებით არის შესაძლებელი. ჩინეთში სკოლები ონლაინ სწავლებაზე არიან გადასულები.

 

onalem

ტესტ