fbpx
საზოგადოება

ბერძენ ექიმს აბორტის გაკეთებისას ემბრიონის თავი საშვილოსნოში დარჩა

ხვალ 67 წლის ექიმი ბერძნული სასამართლოს წინაშე წარსდგება. ის კუნძულ როდოსზე მას შემდეგ დააკავეს, რაც ამ დროისთვის 43 წლის ქალის საშვილოსნოში, აბორტის გაკეთებისას, ემბრიონის თავი დარჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 2009 წელს მოხდა. ქალმა ექიმს უჩივლა, რადგან ინციდენტის შედეგად მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრა. საქმე წლების მანძილზე მიმოიხილებოდა და საბოლოოდ ექიმი დამნაშავედ 2017 წელს სცნეს.

მიუხედავად ამისა, მან ადვოკატის საშუალებით გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ექიმს ორი წლით ჩამორთმეოდა მოქალაქეობრივი უფლებები, ხოლო პროფესიული საქმიანობა ერთი წლის მანძილზე ვერ ეწარმოებინა.

ბრალდებული ექიმი დღესდღეობითაც კი უარყოფს ბრალდებას. საქმეზე შემდეგი მოსმენა ხვალ, 4 თებერვალს უნდა გაიმართოს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქალმა 2009 წელს აბორტის გაკეთება ექიმების რჩევით გადაწყვიტა, რადგან ბავშვს დაბადების შემთხვევაში ტერნერის სინდრომი ექნებოდა. ამ სინდრომის დროს ძირითადად  გვხვდება მოკლე კისერი, დაბალი ყურები, სიმდაბლე, შეშუპებული ფეხები, ხელები. ტერნერის სინდრომიით დაავადებული ინდივიდები დიაბეტის, ოსტეოპოროზისა და მაღალი წნევის რისკის ქვეშ იმყოფებიან.

გამომდინარე აქედან მან გადაწყვიტა, რომ ფეხმძიმობა შეეწყვიტა. ეს მისთვის მეორე შვილი იქნებოდა.

აბორტი ზოგადი ანესთეზიით ჩატარდა, ესეც მისივე გადაწყვეტილებით. ამის შემდეგ მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდებოდა და მაღალი სიცხე და ტკივილები ჰქონდა. ქალი რამდენიმე ხანში გადაიყვანეს ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც მისი მდგომარეობის კონკრეტული მიზეზი აღმოაჩინეს და სრულყოფილი ოპერაცია ჩაუტარდა… მას ემბრიონის თავი, რომელიც 67 წლის გინეკოლოგს დარჩა, მუცლიდან ამოუღეს.

სწორედ ამის შემდეგ შეიტანა ქალმა სასამართლოში სარჩელი ექიმის წინააღმდეგ.

 

onalem

ტესტ