fbpx
პოზიტივიჯანმრთელობა

“სიკვდილთან ახლოს მივედი, 11 დღე კომაში ვიყავი” – ბერძენი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

იანის პრაცინაკისს კორონავირუსის სიმპტომები 20 მარტს გამოუვლინდა. თუმცა, თავდაპირველად ეს მხოლოდ უბრალო გრიპი ეგონა და საავადმყოფოში არ წასულა. მისი მდგომარეობა მესამე დღეს გაცილებით უარესი იყო, რის გამოც ექიმმა ურჩია აუცილილებლად მიემართა სამედიცინო დაწესებულებისთვის.

“თავი ცუდად 20 მარტს ვიგრძენი. ვიფიქრე, რომ გრიპი მქონდა და ექიმმა ანტიბიოტიკების დალევა მირჩია. სამი დღის შემდეგ მდგომარეობა ჯერ კიდევ არ იყო გაუმჯობესებული, რის შემდეგაც უკვე საავადმყოფოს მივმართე. ანალიზის გაკეთების შემდეგ მითხრეს, რომ კორონავირუსით ვიყავი ინფიცირებული და პნევმონია აღმენიშნებოდა. ძალიან შემეშინდა, შემეშინდა, ჩემი სიცოცხლის გამო. ფაქტობრივად, ექიმებმა მითხრეს, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე უნდა შევეერთებინე, რადგან ფილტვებში საკმარისი ჯანგბადი არ მქონდა. 11 დღის მანძილზე კომაში ვიყავი.

სანამ აპარატზე შემაერთებდნენ, ექიმმა მკითხა, თუ რისთვის მინდოდა, სიცოცხლე, მე კი ვუთხარი, რომ გარეთ ჩემი მეუღლე და ჩემი გოგონები მელოდებოდნენ. შემდეგ ერთად ვილოცეთ. ამან ძალიან დამამწუხრა, რადგან ვერ ვმალავდი შიშს, რომ შეიძლებოდა ჩემი ოჯახი ვეღარ მენახა,” ამბობს პრაცინაკისი.

ახალაგზრდა ბერძენი ამერიკაში, ნიუ ჯერსის შტატში ცხოვრობს და ფარმაცევტული კომპანიის, Μerck Pharmaceuticals-ის ხელმძღვანელია. მან კორონავირუსი 11 დღიანი კომის შემდეგ დაამარცხა და ახლა ოჯახთან დაბრუნება შეუძლია.

onalem

ტესტ