fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

უიშვიათესი შემთხვევა: ბერძენ მამაკაცს 40 დღეა კორონავირუსი აქვს, ხოლო სიმპტომები არა

50 წლის მამაკაცის შემთხვევა უიშვიათესია, რადგან ის უკვე ერთ თვეზე მეტია ყოველ კვირას კორონავირუსზე ტესტს იკეთებს და ყოველ ჯერზე დადებითი პასუხი მოდის. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ არცერთი სიმპტომი არ აქვს და თავს ისე გრძნობს, როგორც ჯანმრთელი ადამიანი.

როგორც ნიკოს ევანგელატოს გადაცემაში ითქვა, ის ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, რომლებიც რელიგიურ მოგზაურობაში იერუსალიმში იმყოფებოდნენ და კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ჩამოსვლის შემდეგ მამაკაცი 10 დღე რიოს საავადმყოფოში იყო მოთავსებული. საავადმყოფოდან გამოწერიდან კი, ერთი თვე გავიდა და მისი ტესტი კვლავ დადებითს აჩვენებს. როგორც მეუღლე ამბობს, მამაკაცს არანაირი სიმპტომი არ აქვს.

ექიმები აცხადებენ, რომ ეს საბერძნეთში დაფიქსირებული მესამე შემთხვევაა. ანუ არსებობს სხვა ორი პაციენტი, რომელთა ორგანიზმშიც კორონავირუსმა ამდენ ხანს გაძლო. მაგრამ მათ კონკრეტული პასუხების გაცემა, თუ რატომ ხდება ეს, არ შეუძლიათ.

მამაკაცის მეუღლე და მისი ორი შვილი 40 დღეა, რაც სახლის პირობებში, კარანტინში იმყოფებიან. თავდაპირველად დაინფიცირდა ქალიც, მაგრამ 14 დღის შემდეგ მისმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ის ამბობს, რომ როდესაც საყიდლებზე გადის, ხალხი უცნაურად უყურებს:

“ზოგს უხარია, რომ მხედავს და მეკითხებიან ჩემი და ჩემი მეუღლის ჯანმრთელობის შესახებ. ზოგი კი ისე მიყურებს, თითქოს ორი თავი და ხუთი ხელი მქონდეს.”

ხვალ 50 წლის მამაკაცმა მეხუთე ტესტი უნდა გაიკეთოს და იმედოვნებენ, რომ უარყოფითი ამოვა და შეძლებს, რომ აღდგომა ოჯახის წევრებისგან განცალკევებულ ოთახში არ გაატაროს და მათთან ერთად მაგიდასთან დაჯდეს.

onalem

ტესტ