fbpx
საბერძნეთი

როდის მოიხსნება კარანტინი და მიღებული ზომები საბერძნეთში?! – ნიკოს ხარდალიასის პასუხი

დღეს სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოს ხარდალიასის მიერ გაკეთებული კიდევ ერთი განხადების მიხედვით, აღდგომის დღეები სწორედ ისეთივე კრიტიკულია, როგორც სხვა დღეები, მიღებული ზომები ისევე ძალაშია აღდგომას, როგორც სხვა დღეებში, რადგან ვირუსმა არ იცის სადღესასწაულო გამონაკლისები.

მინისტრმა დასმულ კითხვას, თუ როდის გადადგამს სახელმწიფო მომდევნო ნაბიჯებს და როდის მოიხსნება მიღებული ზომები უპასუხა:

“გასაგებია, რომ არსებობს გადაღლა, მაგრამ ზომების მოხსნამდე კიდევ დიდი გზა გვაქვს. ზომების მოხსნა დაიწყება სწორედ მაშინ, როცა დავინახავთ, რომ აღარ გვაქვს არცერთი ის მიზეზი, რომელმაც ამ ზომების მიღებამდე მიგვიყვანა. ამ ეტაპისთვის 27 აპრილამდე მოთმინება გვმართებს და ჩვენი მთავარი სადარდებელი ახლა ისაა, როგორ დავიცავთ ამ ზომებს. ასე რომ 27 აპრილამდე იყავით მოთმინებით.”

 

onalem

ტესტ