fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა მამაკაცმა პოლიციაში ცოლის გაუჩინარების შესახებ განაცხადა, 3 საათში კი, კარადაში იპოვა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პატრაში მოხდა. ბერძენმა მამაკაცმა პოლიციაში აღელვებულმა განაცხადა, რომ საკუთარი მეუღლე გაუჩინარდა და სასწრაფოდ დაეწყოთ მისი ძებნის ოპერაცია.

როგორც ირკვევა, პოლიციამ მაშინვე დაიწყო გამოძიება და მივიდნენ ყველა იმ ადგილას, სადაც მამაკაცის აზრით, მისი მეუღლე შეიძლებოდა წასულიყო, თუმცა, ამაოდ, ვერსად მიაგნეს მის კვალს.

პოლიცია ყველაფერს მოელოდა გარდა იმისა, რომ მამაკაცმი დაახლოებით 3 საათში ისევ დარეკავდა პოლიციაში და განაცხადებდა, რომ მეუღლე იპოვა – ის კარადაში იყო.

უცნობია, თუ ზუსტად რასთან გვაქვს საქმე, თუმცა, გამოძიება ვარაუდობს, რომ მათ შორის ოჯახური შეკამათება მოხდა.

onalem

ტესტ