fbpx
საზოგადოება

1,500 ევროიანი ჯარიმა ხანიელ მამაკაცს, რომელსაც თავისი ძაღლები მოტოციკლით დაჰყავს

გავრცელებული ინფორმაციით, ხანიელ მამაკაცს 1,500 ევროს ოდენობის ჯარიმა შეეფარდა, რადგან საკუთარი ძაღლები მოტოციკლით დაჰყავს და ეს ყველაფერი უკვე წლებია ხდება.

“ეს ფაქტი რომ სახიფათო იყოს, რაიმე შედეგი მოჰყვებოდა. აუცილებლად მოჰყვებოდა რამე, რადგან უკვე 13 წელია ძაღლები ასე დამყავს. საერთოდ, მნიშვნელობა არ აქვს მოტოციკლზე ძაღლები არაინ თუ არა, თუ უნდა დავეცე, ისედაც დავეცემი, ისინი არ მიშლიან ხელს არაფერში. არასოდეს მომხდარა ისე, რომ ძაღლი გადახტეს ან გადავარდეს მოტოციკლიდან, იმ უკანონო სარჩელში, რაც ჩემს წინააღმდეგ შეიტანეს, არავის არაფერი უთქვამს, გიხაროდეთ თქვენი სახელმწიფო და დემოკრატია,” ამბობს მამაკაცი.

როგორც ჩანს, მას ფოტო საკუთარი სურვილის წინააღმდეგ გადაუღეს, ისე, რომ ფაქტობრივად, არც კი იცოდა ამის შესახებ, შემდეგ კი, საქმე აღიძრა და დააჯარიმეს.

რეალურად, ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ძაღლებს ყველა იცნობს, რადგან მამაკაცს ისინი ლეკვობიდან ჰყავს და არასოდეს არ შემთხვევიათ რაიმე ინციდენტი, მეორეს მხრივ კი, ეს ტურისტებისთვისაც სახალისო სანახაობაა და ნეგატიური რეაქცია არ შეუნიშნავთ.

onalem

ტესტ