fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 10 წლიანი პატიმრობა დამლაგებელს, რომელიც 18 წელი ერსა და იმავე ადგილას მუშაობდა

დაუჯერებელი შემთხვევის შესახებ, რომელსაც ბერძნული მედია ნამდვილ სირცხვილს უწოდებს, სულ ახლახანს გახდა ცნობილი.

დამლაგებელს, რომელიც ვოლოსის საბავშვო ბაღში მუშაობდა, 10 წლიანი პატიმრობა ელის. მოხდა ისე, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე “სუსტი” მოქალაქეების შემთხვევებში… სასამართლომ შოკისმომგვრელი განაჩენი გამოიტანა.

ცნობილია, რომ 53 წლის ქალბატონი 18 წლის მანძილზე მუშაობდა აღნიშნულ საბავშვო ბაღში და პატიოსნად ასრულებდა თავის მოვალეობებს. მას ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც აღმოჩნდა, რომ ქალს გაყალბებული ჰქონდა საბუთები, რომელიც ადასტურებდა, რომ დამთავრებული ჰქონდა დაწყებითი კლასები.

სწორედ აღნიშნული საბუთები სჭირდებოდა მას იმისთვის, რომ სამსახურში მიეღოთ.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი თანამშრომლები მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. “ეს არის ქალი, რომლის მეუღლესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი აქვს (67%). ის მუშაობდა პატიოსნად! არ იპარავდა არავის ფულს! ის მუშაობდა სახელმწიფოსთვის!”, აცხადებენ ისინი.

თავდაპირველად ქალი ბრალდებებისგან გაათავისუფლეს, მაგრამ მოგვიანებით, შემდეგი განხილვის საფუძველზე, 5 კაციანმა სააპელაციო სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო, ვინაიდან დაასკვნეს, რომ სახელმწიფომ ქალისთვის გადახდილი დიდი რაოდენობით თანხა იზარალა.

აღნიშნული მიზეზით ის ციხეში 10 წელს გაატარებს.

onalem

ტესტ