fbpx
საბერძნეთი

30 გრადუსი ხვალ საბერძნეთში – ტემპერატურა იმატებს, ზოგიერთ რეგიონში კი, ნალექი კვლავ შენარჩუნდება

მაისის თვე საბერძნეთში საკმაოდ უცნაური გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე თვის მეორე ნახევარია, გუშინდელ დღემდე სეზონისთვის უჩვეულო სუსხი იყო, ხოლო ნალექი რამდენიმე რეგიონში კვლავ შენარჩუნდება. როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, დღეს ტემპერატურა 25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ხვალ 30 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება ნალექს, მოსალოდნელია პერიოდული წვიმა საბერძნეთის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში. მიუხედავად ამისა, ტემპერატურის კლება მიმდინარე სამი დღის მანძილზე მოსალოდნელი არ არის.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, სამშაბათიდან საბერძნეთში იტალიიდან ცივი ჰაერის მასები კვლავ შემოიჭრება, რაც გამოიწვევს ღრუბლიანობას, ძირითადად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აღნიშნული ფენომენი აქტიური იქნება ხუთშაბათამდე.

დღევანდელი პროგნოზი ასე გამოიყურება:

დასავლეთ მაკედონია – 19 გრადუსი
დანარჩენი მაკედონია და თრაკი 2 გრადუსი
თესალია 24 გრადუსი
იპირო 21 გრადუსი
პელოპონისოს 22 გრადუსი.

ატიკის რეგიონში ჰაერი გათბება 23 გრადუსამდე, იქროლებს სუსტი ქარი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან.
თესალონიკში ასევე მოსალოდნელია 22 გრადუსამდე, დღის მეორე ნახევარში ღრუბლიანობა შედარებით მოიმატებს.

onalem

ტესტ