fbpx
საზოგადოება

მანქანაში გარდაცვლილი 5 თვის ბავშვის დაკრძალვა არტაში – 27 წლის ქალი საკუთარი მეუღლის გვერდით დგას

მამაკაცი, რომელიც საკუთარი შვილის გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის დააკავეს, გაათავისუფლეს, რათა ბავშვის დაკრძალვას დასწრებოდა. კადრები ადგილიდან სულისშემძვრელია, ეკლესიასთან დევს მისი ფოტო, ვარდისფერი ბალიშები და წითელი ვარდი…

27 წლის ქალი, ბავშვის დედა, აცხადებს, რომ საკუთარი მეუღლის გვერდით იდგება, მიუხედავად მისი “ბრალეულობისა” ტრაგედიაში. თავად მამაკაცი კიდევ უფრო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდა, როდესაც შვილის სასახლე დაინახა.

მედიასთან ისაუბრა ქალმა, რომელიც ბავშვის ნათლია უნდა ყოფილიყო. ის ამბობს, რომ ჩვილის მამა ამ ტრაგედიას ვერასოდეს გადაიტანს:

“მისი გული და ფიქრები მუდმივად ბავშვთან იყო. შოკში ვართ, რადგან ის იყო სამაგალითო ადამიანი და სამაგალითო მამა. ვფიქრობ, რომ ამ ტრაგედიას ვერ გადაიტანს. გვიჩნდება კითხვა: “რატომ ის?!” ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი იყო, რთული იქნება, რომ შეეგუოს ამ ყველაფერს. კამერის წინ ვდგავარ, რადგან დიდი უსამართლობაა, რომ ამ ადამიანზე გადატყდეს ჯოხი, არ იმსახურებს,” ამბობს ქალი.

onalem

ტესტ