fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ცნობილი ბერძენი ექიმი კოკაინით ვაჭრობისა და ყალბი სამედიცინო ცნობების გაცემისთვის დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ 59 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ცნობილი ექიმი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, მის გარდა დააკავეს კიდევ ერთი პირი, 48 წლის ქალი, მათი ბრალდება კი, ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობაა.

საქმეზე ოპერაცია კოზანის განყოფილების ოფიცრებმა ჩაატარეს, მათ ფაქტზე დააკავეს 59 წლის ექიმი, რომელიც კოზანში საკმაოდ ცნობილი მედიკოსია. სწორედ 48 წლის ქალისგან იღებდა ის სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს, ჰეროინს და თამბაქოში გარეულ მარიხუანას.

ამას გარდა, ოპერაციის შედეგად გაირკვა,რომ ის გასცემდა ყალბ სამედიცინო ცნობებსა და რეცეპტებს, ფსიქოტროპული წამლების შესაძენად.

მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს რამდენიმე გრამი ჰეროინი.

დადგენილია, რომ მას წარსულში საკმაოდ მრავალი რეცეპტი აქვს გამოწერილი ისე, რომ რეალურად კონკრეტულ პირებს ისინი არ ეკუთვნოდათ. ცხადია, აღნიშნულ საქმიანობაში ის თანხას იღებდა.

ორივე დაკავებული შესაბამის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ