fbpx
საზოგადოება

“ჩემი შვილები ჩემთვის პირად ცხოვრებაზე მნიშვნელოვანია, ისინი დგანან პირველ ადგილას” – ფეი სკორდა

ცნობილმა ტელეწამყვანმა, ფეი სკორდამ, გადაცემაში «Καλύτερα δε γίνεται» ისაუბრა პირად და პროფესიულ ცხოვრებაზე. სკორდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შვილები და შემდეგ მოდის ყველაფერი დანარჩენი.

ტელეწამყვანმა თქვა, რომ ტელევიზიის შეცვლა მისთვის რთული გადაწყვეტილება იყო:

“ძალიან რთული იყო გასული ზაფხული, როდესაც ტელევიზია უნდა შემეცვალა და გადაწყვეტილებები უნდა მიმეღო, საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. შემდეგ, ეტაპობრივად მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მიმდინარე სეზონი არაჩვეულებრივი იყო. საკითხი, რომ დილის გადაცემებიდან წავიდე და რაიმე სხვა გავაკეთო, განხილვაშია, ბევრ რამეზე ვფიქრობ. ჩვეულებრივი თანამშრომელი ვარ და რასაც არხი მთავაზობს, იმას განვიხილავთ, შემდეგი კვირიდან გავისაუბრებთ ამ თემებზე.”

რაც შეეხება თავის პირად ცხოვრებას, სკორდა ამბობს:

“ჩემთვის შვილები ყოველთვის იყვნენ და არიან ყველაზე მნიშვნელოვნები. ბევრად მნიშვნელოვნები, ვიდრე ჩემი პირადი ცხოვრებაა, ისინი დგანან პირველ ადგილას. ამ საკითხით დიდად არ დავკავებულვარ, უყურადღებოდ დავტოვე, არ ვიცი 43 წლის ასაკში რამდენად გვიანია, მაგრამ ალბათ, გვიანი არ არის, უბრალოდ დროის საკითხია. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც გრძნობებს მალავს, თუ რაიმე მაწუხებს, აუცილებლად ვისაუბრებ ამაზე. გრძნობებს არ ვმალავ!”

 

onalem

ტესტ