fbpx
საბერძნეთი

ვილა 28 ევროდან, მანქანის ქირაობა 16 ევროდან – უკანონობების გამოვლენის შედეგად მიკონოს კოსმოპოლიტური კუნძული იცვლება

ეს ფაქტები ნამდვილად დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მიკონოსზე არსებული ვითარების შესახებ თავად ადგილობრივი მედია იუწყება. როგორც Mykonoslive.tv-ის სიუჟეტიდან ირკვევა, ბოლო პერიოდში გამოვლენილმა უკანონობებმა და ფასების უკიდურესმა მატებამ აღნიშნული კუნძულის მიმართ ინტერესი შეამცირა, რის გამოც, ზოგიერთი დაწესებულების მფლობელი იძულებული გახდა, რომ ფასები დაეწია და კუნძულისთვის “შეუფერებლად” იაფი გაეხადა.

ცხადია, საუბარი არ არის აბსოლუტურად ყველა სასტუმროზე, თუმცა, მიკონოსზე ცხოვრების საფასური საგრძნობლად არის შემცირებული საერთო ჯამში. მაგალითად: შესაძლებელია იპოვოთ ვილა, აუზითა და ყველა საჭირო ნივთით, 8 ადამიანისთვის ღამეში 229 ევროდ, რაც ნიშნავს, რომ 1 ადამიანისთვის ეს 28 ევროა.

ორი ადამიანისთვის სასტუმროს ოთახები ხელმისაწვდომია 47 ევროდანაც კი, ხოლო მანქანის ქირაობის საფასური დღეში 16 ევროდან იწყება, რაც ამ კუნძულისთვის საკმაოდ უჩვეულოა.

2023 წელს საბერძნეთში დიდი ტურისტული ნაკადია მოსალოდნელი, ამ დრომდეც უკვე ასი ათასობით უცხოელი სტუმრობს კუნძულებსა და ათენს.

onalem

ტესტ