fbpx
მსოფლიო

ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული შვედეთი გახდა – Loreen-მა უკვე მეორედ მოიგო სიმღერის კონკურსი

ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული შვედეთი გახდა. Loreen-მა ყველაზე მეტი, 583 ქულა დააგროვა და სიმღერის ევროპული კონკურსი მოიგო.

თუმცა, ეს მომღერლის ერთადერთი წარმატება არ არის ევროვიზიის კონკურსზე, პირველად მან 2012 წელს მოიგო სიმღერის კონკურსი სიმღერით „Euphoria“. თუ ორივე სიმღერას მოუსმენთ, გასაგები ხდება, რატომ “ადანაშაულებენ” ლორენს წინა სიმღერის ნაწილობრივ გამეორებაში.

მეორე ადგილი კონკურსში დაიკავა ფინელმა მომღერალმა Käärijä-მ – 37 ქვეყნის მაყურებელმა და ჟიურიმ მისი კომპოზიცია 526 ქულით შეაფასა. ხოლო მესამე ადგილი ერგო ისრაელელ მომღერალს ნოა კირელს, რომლის სიმღერამ 362 ქულა დააგროვა.

მეექვსე ადგილზე გავიდა კონკურსის უკრაინელი მონაწილე ჯგუფი TVORCHI. რაც შეეხება კვიპროსს, მიუხედავად ბრწყინვალე შესრულებისა, ენდრიუ ლამბრუმ მხოლოდ მე-12 ადგილზე გასვლა შეძლო.

2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra იყო სიმღერით Stefania. კონკურსის წესების მიხედვით, მომავალი ევროვიზია უკრაინაში უნდა გამართულიყო, თუმცა ქვეყანაში საომარი მოქმედებების გამო, ფესტივალი წელს ლივერპულში ჩატარდა.

 

onalem

ტესტ