fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ექიმი, რომელიც შესაძლოა 200-მდე ბავშვის მამა აღმოჩნდეს – 47 ადამიანს ნათესაური კავშირი დაუდგინდა

მას ბრალად ედებოდა საკუთარი სპერმის გამოყენებით თავისი პაციენტებისთვის განაყოფიერების პროცესის ჩატარება. ჰოლანდიელი ექიმი, სავარაუდოდ, 200-მდე შვილის მამაა და როტერდამში ხელოვნური განაყოფიერების ცენტრს ფლობდა.

ექიმი კარბაატი, რომელიც 2017 წელს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, წლების მანძილზე ჯიუტად ამბობდა უარს დნმ-ის ანალიზის ჩატარებაზე, რათა გარკვეულიყო ატყუებდა, თუ არა ის თავის პაციენტებს.

სასამართლოს თავდაპირველად მიაკითხა 22-მა ადამიანმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მისი შვილები არიან და გამოძიებას ითხოვდნენ.

სასამართლომ სერიოზული ეჭვები შეიტანა ექიმის საქმიანობაში და მართლაც აღმოჩნდა, რომ ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით დაბადებულ 47 ადამიანს, გენეტიკური კავშირი ჰქონდა ექიმთან და ცხადია ერთმანეთთანაც. გარდა ამისა, სახეზე იყო ფიზიკური მსგავსებაც.

კარბაატი წლების მანძილზე მუშაობდა, თუმცა, მისი კლინიკა 2009 წელს დაიხურა, როცა მის საქმიანობაში კანონდარღვევები აღმოაჩინეს.

onalem

ტესტ