fbpx
მსოფლიო

ომის მე-7 დღეს საბერძნეთის გენერალური საკონსულო და ბერძენი ჟურნალისტები მარიუპოლს ტოვებენ

რუსეთ-უკრაინის ომის მე-7 დღეს მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფანი იხსნება და გენერალური საკონსულოს თანამშრომლები, ასევე, რიგითი მოქალაქეები დასავლეთ უკრაინისკენ გაემართებიან. მათთან ერთად მარიუპოლს ტოვებენ ბერძენი ჟურნალისტები, რომლებიც საომარი ზონიდან სიახლეების გასაშუქებლად მუშაობენ.

მანქანებით გადაადგილება 11:00 საათიდან დაიწყება და საკონსულო კიდევ ერთხელ მიმართავს მარიუპოლის დატოვების მსურველ ბერძნებს დაუკავშირდნენ მათ, ვიდრე ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.

იგეგმება, რომ ისინი პირველ ეტაპზე ჩავიდნენ ქალაქ ზაპორიჟიაში, შემდეგ კი, ვითარებიდან გამომდინარე, მოლდოვის მიმართულებით დაიწყებენ სვლას.

არსებული ინფორმაციით, მარიუპოლში რჩება საბერძნეთის გენერალური კონსული და მუშაობას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი განაგრძობს იერიშს უკრაინის დიდ ქალაქებზე, მათ შორის ხარკოვსა და კიევზე.

onalem

ტესტ