fbpx
პოლიტიკა

ათენის მერი სინდაღმაზე ქართველებთან და უკრაინელებთან ერთად პუტინის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე

დღეს საღამოს ათენის ცენტრში, სინდაღმაზე, პუტინისა და ომის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს არა მხოლოდ უკრაინელებმა, არამედ ბერძნებმა და რა თქმა უნდა, ქართველებმაც.

დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე თავი მოიყარა უამრავმა ადამიანმა, რომელიც სასოწარკვეთილი ითხოვს ომის შეჩერებას. მათ თვალებში ჩანს შიში საკუთარი ქვეყნის, ოჯახის წევრების, ნათესავების გამო, რომლებიც უკრაინაში არიან და როგორც ერთ-ერთი ქალბატონი ამბობს, ყოველი დღე იწყება კითხვით, ცოცხლები არიან თუ არა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ამ ადამიანების გვერდით იდგა ათენის მერი, კოსტას ბაკოიანი, რომელიც სოლიდარობას უცხადებს უკრაინელებს და მხარს უჭერს ომის შეჩერებას.

onalem

ტესტ