fbpx
კატეგორიის გარეშე

კაპიტალ კონტროლი რუსეთში უცხოელი ინვესტორებისთვის – მათ არ შეუძლიათ თავიანთი აქტივების გაყიდვა

რუსეთი უცხოელ ინვესტორებს კაპიტალ კონტროლს უწესებს. ქვეყანა უცხოელებს დროებით უკრძალავს რუსული აქტივების გაყიდვას, რათა მიიღოს გარანტია, რომ ისინი იღებენ მიზანმიმართულ და არა პოლიტიკური ზეწოლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებებს.

ეს მოსკოვის პასუხია სანქციებზე, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა.

“სანქციებთან დაკავშირებულ პირობებში, უცხოელი ინვესტორები იძულებულნი არიან, რომ გადადგან არა ეკონომიკური ნაბიჯები, არამედ მიიღონ გადაწყვეტილებები პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ. სწორედ იმისთვის, რომ ბიზნესმენს მიეცეს სწორი, მიზანმიმართული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, მომზადდა პრეზიდენტის ბრძანებულება რუსული აქტივების გატანა/გაყიდვაზე დროებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ,” განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რუსეთის ხელისუფლება ჩქარობს უპასუხოს დასავლეთის სანქციებს, რომლებიც ქვეყანას უკრაინაში შეჭრისთვის დაუწესდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში მოქმედი საერთაშორისო კომპანიები აცხადებენ, რომ შეწყვეტენ ინვესტიციების განხორციელებას. მათ შორის საუბარია კომპანიებზე Shell, PB.

onalem

ტესტ