fbpx
საზოგადოება

“ბავშვების გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი მათი დედაა! აზრს არ ვიცვლი!” – პოლიციის ყოფილი გენერალი, ხრისტოს რუგალას

საბერძნეთის პოლიციის ყოფილი გენერალი, ხრისტოს რუგალა, კვლავ დაჟინებით იმეორებს საკუთარ მოსაზრებას, რომ პატრაში სამი ბავშვის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მათი დედა, რულა პისპირიგუა.

“აზრი არ შემიცვლია, რატომ უნდა შევიცვალო?! არ მაქვს სხვა მტკიცებულებები გარდა იმისა, რაც უკვე ვთქვი, რომ უცნაურად მეჩვენება, ბავშვები დაიხოცნენ შაბათ-კვირას, უქმე დღეებზე. ეტყობათ, რომ მშობლები კომფორტში არიან, მოგზაურობენ და ასე შემდეგ… უცნაურია, რომ ერთ-ერთი ბავშვის სიკვდილის შემდეგ ეს ქალი თავის მეგობრებს სოციალურ ქსელში კერძების რეცეპტებს სწერდა და ეუბნებოდა, რომ დასალევად წასულიყვნენ,” ამბობს რუგალა.

გარდაცვლილი გოგონების მამა ემზადება, რომ გამოძიებას საავადმყოფოს შიდა ტერიტორიაზე ჩაწერილი ვიდეო გადასცეს. კადრებში ჩანს, რომ ექიმებმა და ექთნებმა ჯორჯინას პალატაში შესვლა დააგვიანეს, როდესაც გოგონას გულის შეტევა განუვითარდა.

გარდა ამისა, იგეგმება იმ ადამიანთა სიის შედგენა, რომლებიც შესაძლებელია, რომ იმყოფებოდნენ ჯორჯინას ოთახში. თავად საავადმყოფოს პერსონალი კი აცხადებს, რომ როდესაც ჯორჯინას შეტევა განუვითარდა, ოთახში მისი დედა, რულა იმყოფებოდა და თუ გავითვალისწინებთ გულის აპარატის მდგომარეობას, ქალმა რეაგირება თავად დააგვიანა.

 

onalem

ტესტ