fbpx
პოლიტიკა

“ბერძნები ნაცისტ უკრაინელებს ეწირებიან” – რუსეთის საელჩო ათენში პროპაგანდას აგრძელებს

რუსეთის საელჩო ათენში თავის პროპაგანდას აგრძელებს. ამჯერად, საელჩოს მიერ გავრცელებული კიდევ ერთი პოსტის მიხედვით, მარიუპოლში ბერძნული წარმოშობის ადამიანები თავად უკრაინელების თავდასხმას ეწირებიან.

როგორც საელჩო განმარტავს, სოფელ სარტანაში მცხოვრები ბერძნები ეწირებიან Grad-ის ტიპის რაკეტებს, რომლებსაც თავად უკრაინელების ნაცისტური ბატალიონი უშვებს. რუსული მხარე აცხადებს, რომ ბოლოს მოუღებს დასავლეთის მიერ ნაცისტების წვრთნას.

მიუხედავად ამისა, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საფუძვლიან ფაქტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბერძნების სიკვდილი რუსების თავდასხმამ გამოიწვია, ვინაიდან აღნიშნულ რეგიონში ხორციელდება საჰაერო თავდასხმა და იქ მხოლოდ რუსული თვითმფრინავები დაფრინავენ. ბერძნული მხარე ხაზგასმით აცხადებს, რომ მათი მოქალაქეები რუსულ ძალადობას ეწირებიან.

 

onalem

ტესტ