fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“სულ მალე “მწვანე სერთიფიკატი”, რომელიც საზღვრის კვეთას გაამარტივებს, ძალაში შევა” – კირიაკოს მიცოტაკის

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი დიდ ოპტიმიზმს გამოხატავს ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ძალიან მოხარულია “მწვანე სერთიფიკატის” იდეის განხორციელებით.

“დიდ კმაყოფილებას გამოვთქვამ, რომ ევროპამ მიიღო ჩემი წინადადება კოვიდ-19-ის “მწვანე სერთიფიკატთან” დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ის სულ მალე შევა ძალაში, თავისუფალი მოგზაურობისთვის და იარსებებს საერთო წესები ევროკავშირში.

ეს იქნება მონაცემთა ერთგვარი ბაზა, რომლის ქონაც თავიდან აგარიდებთ ზედმედ პროცედურებს, კარანტინსა და შეზღუდვებს, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს დაწესებული. მარტივად რომ ვთქვა, “მწვანე სერთიფიკატი” გაამარტივებს საზღვრის კვეთას.

გარდა ამისა, ძალიან კმაყოფილი ვარ ქვეყანაში ვაქცინაციის მიმდინარეობის ტემპით. უნდა აღვნიშნო, რომ უახლოეს მომავალში განვიხილავთ ბავშვების ვაქცინაციის საკითხს, 12 წლიდან და ზემოთ. მხოლოდ, ველოდებით ევროპის ფარმაცევტულმა ორგანომ ნებართვა გასცეს. 

უზრუნველყოფილია ისიც, რომ 2022-2023 წლისთვის გვქონდეს დამატებითი დოზები. მიუხედავად ზოგადი, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობისა, არ უნდა მოვდუნდეთ, შეგახსენებთ, რომ საჭიროა სიფხიზლე. 

რაც შეეხება მუტაციებს, მეცნიერებისგან ვიცით, რომ ვაქცინა მათ თავისუფლად ერევა. ევროპა ვაქცინების ექსპორტს არასოდეს შეზღუდავს.”

onalem

ტესტ