fbpx
საბერძნეთი

Covid-19: დაიხოცნენ პაციენტები, რომელთაც ბერძენი ექიმი საავადმყოფოში წასვლას უკრძალავდა

ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ვოლოსში მოღვაწე ექიმს ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწევს საკუთარ ქმდებებთან დაკავშირებით, რომელთაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.

ირკვევა, რომ მამაკაცი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან სახლში დადიოდა და მათ აღნიშნულ პირობებში მკურნალობას ჰპირდებოდა. პარალელურად, კატეგორიულად უკრძალავდა საავადმყოფოში მისვლას, ვაქცინაციას ან ჟანგბადის აპარატის გამოყენებას.

საუბარია ცოლ-ქმარსა და კიდევ ერთ ქალბატონზე, რომლებმაც მდგომარეობის დამძიმების მიუხედავად, საავადმყოფოს დროულად არ მიმართეს, ხოლო კერძოდ მომუშავე კონკრეტულ ექიმს 50€ ევროს უხდიდნენ ვიზიტში.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ექიმმა პაციენტებს თავისი მეგობარი გააცნო, რომელიც წარადგინა, როგორც უძლიერესი მეცნიერი და ამ გზით მოიპოვა მათი ნდობა. სამწუხაროდ, როდესაც ინფიცირებულებს უკვე სუნთქვა აღარ შეეძლოთ, მხოლოდ მაშინ წაიყვანეს სასწრაფო დახმარების ბრიგადით, მაგრამ უკვე გვიან იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ