fbpx
საბერძნეთი

ახალი ზომები ახალი წლის შემდეგ საბერძნეთში: რას გეგმავს მთავრობა?!

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის, თანოს პლევრის განცხადებით, საბერძნეთში დღესასწაულების შემდეგ ცვლილებებია მოსალოდნელი.

პლევრი განმარტავს, რომ შობა-ახალი წელი უკვე არსებული ზომებით ჩაივლის და არანაირი დამატებითი აკრძალვა არ დაწესდება, თუმცა, მოგვიანებით, 2022 წლის დასაწყისში, მთავრობა აპირებს, რომ კონკრეტული შემზღუდველი ზომები მიიღოს.

რა თქმა უნდა, ექსპერტთა საბჭო გამართავს სპეციალურ შეხვედრებს და მათი რეკომენდაციების საფუძველზე, კირიაკოს მიცოტაკი საბოლოო გადაწყვეტილებებამდე მივა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ არ არსებობს კონკრეტული იდეები, ვინაიდან პროფესორები შემზღუდველ ზომებს იმის მიხედვით განიხილავენ, თუ როგორი იქნება ეპიდმდგომარეობა იმ მომენტისთვის და ასევე, მეორე საკითხია, მისაღები იქნება თუ არა ეს ზომები მთავრობისთვის.

მინისტრმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა დიდი ყურადღებისა და სიფრთხილის გამოჩენისკენ შობისა და ახალი წლის დღეებში.

 

onalem

ტესტ