fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: 8 წლის ბიჭმა სკოლაში თითი დაკარგა, რადგან კარში ხელი მოჰყვა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში სერიოზული ინციდენტი მოხდა. როგორც დირექტორი აცხადებს, რამდენიმე ბავშვი საპირფარეშოში იმყოფებოდა დაახლოებით 11:40 საათზე, როდესაც ერთ-ერთს კარში ხელი მოჰყვა და სერიოზული დაზიანება მიიღო.

ძლიერი ტკვივილის გამო ბავშვიც და მისი თანაკლასელებიც პანიკაში ჩაცვივდნენ და რამდენიმე წუთში პაპაგეორგიუს სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა შემოწმების შედეგად დაადგინეს, რომ მარჯვენა ხელის თითზე მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული და თითქმის მოწყვეტილი ჰქონდა, გამომდინარე აქედან, მისი შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა.

8 წლის ბიჭის მშობლები აპირებენ, რომ კანონის ძალით იმოქმედონ, გამოუსწორებელი ზიანის გამო, რომელიც მათ შვილს მიადგა.

onalem

ტესტ