fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ტემპი: სასწაულებრივად გადარჩენილი 21 წლის ბიჭი საავადმყოფოდან გაწერეს – ის მატარებლის რესტორანში იმყოფებოდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოდან გაწერეს 21 წლის ბიჭი, რომელიც ტემპის ტრაგედიის დროს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მან ცეცხლმოდებული ვაგონიდან გამოსვლა მოასწრო, რადგან სრულიად შემთხვევით წააწყდა ადგილს, საიდანაც გადმოხტომა შეიძლებოდა. როგორც მისი მამა ამბობს, 21 წლის სტელიო შიშველი იპოვეს, რადგან მისი ტანსაცმელი დაიწვა.

სტელიო და მისი მეგობარი გოგონა ამ ვაგონის გადარჩენილი მგზავრები არიან, სხვა ყველა შეჯახებასა და ხანძარს შეეწირა, რადგან ეს იყო ვაგონი, რომელშიც რესტორანი იყო განთავსებული და ბევრ ადამიანს მოეყარა თავი.

“ძალიან იღბლიანები ვართ. ძალიან… სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია, ვწუხვარ სხვა მშობლების გამო, რომლებმაც თავიანთი ანგელოზები დაკარგეს. მე-6 ვაგონში ისხდნენ, მაგრამ წინ წავიდნენ, რომ რაღაც ეყიდათ, შიოდათ, სწორედ მაშინ მოხდა ეს უბედურებათ. თავისი მეგობარი გოგონა დაეხმარა და ერთი პატარა ხვრელიდან მოახერხეს გადმოსვლა, ჩემი შვილი ფესაცხმლისა და ტანსაცმლის გარეშე იყო, რადგან ისინი უბრალოდ დაიწვა,” ამბობს მისი მამა.

21 წლის სტელიო მრავალი დღის მანძილზე იყო რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული, მართვით სუნთქვაზე.

onalem

ტესტ