fbpx
საბერძნეთი

წელს ტურისტული სეზონი 30 მარტს იხსნება – საბერძნეთი რეკორდული რაოდენობის ტურისტს ელის

როგორც ჩანს, 2023 წელს საბერძნეთი, ტურისტული თვალსაზრისით, თავის მწვერვალზე იქნება. ქვეყანა რეკორდული რაოდენობის ტურისტს ელის და სწორედ ამიტომ, ტურისტული სეზონი გაცილებით ადრე, 30 მარტიდან ოფიციალურად გახსნილად ცხადდება.

მრავალ სხვა მიმართულებასთან ერთად საბერძნეთი ყველაზე პოპულარულთა სიაში მოწინავე ადგილზეა და როგორც საბერძნეთის ბანკის მონაცემები აჩვენებს, სამოგზაურო ბალანსმა შეადგინა 26,3%-იანი სიჭარბე, სამოგზაურო შემოსავლები გაიზარდა 71,9%-ით, ხოლო ზოგადად, სამოგზაურო მიმოსვლის ტენდენცია გაზრდილია 86,1%-ით 2022 წელთან შედარებით.

როგორც ტურიზმის ექსპერტები აცხადებენ, თუკი ბერძნულ პაკეტებზე მოთხოვნა ამავე ტემპით გაგრძელდა, სავსებით შესაძლებელია, რომ 2023 წელმა გადააჭარბოს 2019 წლის რეკორდს, ანუ პანდემიამდელ პერიოდს.

აღსანიშნავია ისიც, რომ წელს სამუშაო ადგილების რაოდენობა, რომლებიც ამ დროისთვის ცარიელია და დაინტერესებული პირები არ ჰყავს, გადააჭარბებს 80.000-სს, სწორედ ამიტომ, საბერძნეთმა დაიწყო მოლაპარაკებები პაკისთანთან, ბანგლადეშთან, სირიასთან და ინდოეთთან, რომ მუშახელი შემოიყვანოს და დაასაქმოს ადგილებზე, სად მუშაობის სურვილსაც ადგილობრივები არ გამოხატავენ.

onalem

ტესტ