fbpx
საზოგადოება

Survivor-ის მონაწილეს, გიორგოს კაცაუნის 16 წლის გოგო სექსუალური შევიწროვებისთვის უჩივის

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს, Survivor-ის მონაწილეს, გიორგოს კაცაუნის, სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ. საუბარია 16 წლის გოგონაზე, რომელსაც საჩივარი აქვს შეტანილი მის წინააღმდეგ გასული დეკემბრის თვის დასაწყისში.

როგორც ჩანს, Survivor-ის ხელმძღვანელობისთვის არ იყო ცნობილი ამ ყველაფრის შესახებ, შესაბამისად, შოუში მონაწილეობის უფლება მიიღო.

დაზარალებულის ადვოკატი აცხადებს, რომ საუბარია გარყვნილ ქმედებაზე, რომელიც კაცაუნიმ მოზარდის მიმართ გამოავლინა. გოგონა შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა და მაშინვე მშობლებს აცნობა მომხდარის შესახებ, რის შედეგადაც კაცაუნის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს.

არსებული ინფორმაციით, Survivor-ის მონაწილის წინააღმდეგ კიდევ არსებობს ერთი მსგავსი საჩივარი და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ