fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: ემიგრანტი დედა-შვილი, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა

დედა და მისი 18 წლის შვილი ათენში ფინანსური მდგომარეობის გამო ჩამოვიდნენ. კონკრეტულმა პირებმა კი მათი გაჭირვებით ისარგებლეს და დღესდღეობით მხოლოდ ქალის მიერ გამომუშავებული თანხა 86, 000 ევროს უდრის. ისინი ტრეფიკინგს ემსხვერპლნენ.

კერძოდ, დედა-შვილი რუსეთის მოქალაქეები არიან. ქალს 18 წლის გოგონას გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს, ქმარი კი გარდაეცვალა. მისმა ერთ-ერთმა თანამემამულემ და მეგობარმა (ასევე რუსმა), რომელიც საბერძნეთში მუდმივად ცხოვრობდა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო და საცხოვრებელი შესთავაზა. მასთან ერთად მოქმედებდა ასევე მისი პარტნიორი. მათ ქალს ავია ბილეთიც კი გაუგზავნეს და ის საბერძნეთში ჩამოსვლისას 10 დღით თავიანთ სახლში შეიფარეს. (დამნაშავეთა სახელები ცნობილი არ არის).

მართლაც, მათ ქალს სხვადასხვა ბარებსა და კაფეებში სამუშაო უშოვეს, სადაც თავდაპირველად მხოლოდ მიმტანად მუშაობდა. როცა მის ვიზას ვადა გაუვიდა, სახლი ცალკე უქირავეს და ბარებში უკვე მეძავად მუშაობას აიძულებდნენ. როგორც ცნობილია, ქალი მხოლოდ ერთ სექსუალურ აქტში 100-150 ევროს იღებდა და თავის “დამსაქმებლებს” კვირაში 1,000 ევროს აძლევდა.

ამრიგად, ტრეფიკინგის მსხვეპლმა ქალმა საბერძნეთის დატოვების სურვილი გამოთქვა, თუმცა, მას აზრი შეაცვლელინეს და იმასაც დაჰპირდნენ, რომ მის 18 წლის ქალიშვილს მასთან ჩამოიყვანდნენ.

ასეც მოხდა, საბუთები სწრაფად მოაწესრიგეს, გოგონას ათენის უნივერსიტეტის ყალბი სერტიფიკატი აუღეს და ჩამოსვლისთანავე ბარში მიმტანად და მოცეკვავედ დააწყებინეს მუშაობა. მის მიერ გამომუშავებული თანხა 5, 000 ევროს უდრის.

საბოლოოდ, რუსი დედა-შვილისთვის ეს ყველაფერი აუტანელი გახდა. ისინი პოლიციის განყოფილებაში წავიდნენ და განაცხადეს, თუ რას საქმიანობდნენ და როგორ მოხვდნენ ისინი საბერძნეთში.

პოლიციის ინფორმაციით, თანხა, რომელიც ქალმა და გოგონამ თავიანთი საქმიანობით გამოიმუშავეს, 90, 000 ევროს უდრის. ეს თანხა, ცხადია, წყვილს ჰქონდა აღებუული, რომლებმაც ისინი ათენში მოტყუებით ჩამოიყვანეს.

საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ დამნაშავეებს სერიული ტრეფინკინგის ბრალდებით, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

onalem

ტესტ