fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

6 საბრძოლო თვითმფრინავი ათენში – კირიაკოს მიცოტაკის საგანგებო სიტყვა

დღეს საბერძნეთში საფრანგეთიდან 6 საბრძოლო ხომალდი ჩამოვიდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი საგანგებო სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საჰაერო შეიარაღებული ძალები Rafale-ებით კიდევ გამდიდრდება.

პრემიერი ტანაგრას სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა და ხომალდების მიღების ცერემონიას დაესწრო.

“ხომალდები მზად არიან საბერძნეთის საჰაერო სივრცის დასაცავად. 2022 წელს მომდევნო 6 თვითმფრინავი ჩამოვა, ხოლო კიდევ 6 2023 წელს მოგვემატება. მათი შეძენის მიზანია ჩვენი საჰაერო ძალების აღჭურვილობის განახლება და პარალელურად, ვაგრძელებთ ბერძნულ-ფრანგულ თანამშრომლობას. 

საჰაერო ძალებისთვის Rafale-ების შემატება საბერძნეთს ერთ-ერთ უძლიერ ქვეყნად აქცევს ევროპასა და ხმელთაშუა ზღვაში. ხომალდები მზად არიან აფრინდნენ რეგიონში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის.”

ნახეთ საბრძოლო ხომალდები ათენის თავზე:

onalem

ტესტ