fbpx
საბერძნეთი

ატიკაში ხანძარზე კონტროლი დაკარგულია – დაღუპული მამაკაცი მეხანძრე აღმოჩნდა

ატიკაში მძვინვარე ხანძარზე კონტროლი დაკარგულია, მუშაობას კი განსაკუთრებით ართულებს ძლიერი ქარი.

ვრცელდებოდა ინფორმაცია გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ, რომელიც როგორც აღმოჩნდა მეხანძრე იყო. ის 38 წლის ასაკში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

ხანძარმა გადაუარა კრიონერის, აფიდნეს და იპოკრატიო პოლიტიას ტერიტორიებს. ხანძრის ეპიცენტრი დარჩენილია ელექტრო ენერგიის გარეშე, ხოლო წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ წყლის მოხმარებისას გამოიჩინონ წინდახედულობა.

ამ დროისთვის ცეცხლმა მიაღწია სტამატას ტერიტორიას და იწვის პირველი სახლები, მეხანძრეები კი ცდილობენ პევკოფიტოს დასახლების გადარჩენას.

onalem

ტესტ