fbpx
კრიმინალი

ხანძრის გაჩენის მცდელობა ვიქტორიასთან და კიფსელთან ახლოს: ქალს ბენზინი და 8 სანთებელა აღმოუჩინეს

ბერძნული მედია წარმოუდგენელი შემთხვევის შესახებ იუწყება. ათენის ცენტრში, პედიონ ტუ არეოს პარკში, კისფელთან და ვიქტორიასთან ახლოს, ხანძრის გაჩენის მცდელობა დაფიქსირდა.

ირკვევა, რომ ცეცხლი ნამდვილად გაჩნდა, მაგრამ მალევე ჩააქრეს და არანაირი მასშტაბური სახე არ მიუღია. აღნიშნულთან დაკავშირებით დააკავეს ქალი, რომელიც ამ დროისთვის კიფსელის პოლიციის განყოფილებაში იკითხება.

როგორც ცნობილი გახდა, მას აღმოუჩინეს აალებადი სითხე, 1 ბოთლი ბენზინი და მინიმუმ 8 სანთებელა.

გარდა ამისა, ორი ადამიანი დააკვეს აგიოს სტეფანოს ტერიტორიაზე, იგივე ბრალდებით.

შეგახსენებთ, რომ ატიკის ყველა პარკი დაკეტილია, უსაფრთხოების მიზნით და აკრძალულია ნებისმიერი მათგანის ტერიტორიაზე შესვლა.

onalem

ტესტ