fbpx
კრიმინალი

“ორივე შიშველი იყო და სისხლის გუბეში ცურავდა” – ალბანელმა მამაკაცმა მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა

როგორც უკვე ცნობილია, ლუტრაკში ალბანელმა მამაკაცმა უკრაინელი ქალი და მისი ბერძენი პარტნიორი სასტიკად მოკლა. ორივე მათგანი ქალის მიერ ნაქირავებ სახლში შიშველ მდგომარეობაში იპოვეს, ისინი სისხლში ცურავდნენ. ირკვევა, რომ ჭრილობები ბასრი საგნით აქვთ მიყენებული და სისხლი სახლიდანაც კი გამოდიოდა.

მედიის ინფორმაციით, დამწვარია ქალის მანქანა, რომელიც სახლთან ცეცხლწაკიდებული იპოვეს. ალბანელი მამაკაცი საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია, მას წარსულში ჰქონდა ურთიერთობა უკრაინელ ქალთან და მკვლელობა, სავარაუდოდ, სწორედ ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა.

ბერძენი მამაკაცი ლუტრაკში ცნობილი ფარმაცევტი იყო და ამ ბიზნესიდან საკმაოდ დიდი შემოსავლები ჰქონდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ არასოდეს არავისთვის შეუქმნიათ პრობლემა.

ამ დრომდე არ არის ამოღებული მკვლელობის იარაღი, ხოლო ადგილი, სადაც სახლი მდებარეობს, საკმაოდ იზოლირებულია და რომ ეყვირათ ვერავინ გაიგებდა. ალბანელ მამაკაცს ჰქონდა სახლის გასაღები, ვინაიდან იქაურობას ძალით შეჭრის კვალი არ ეტყობა და ამასთანავე, პოლიციის მისვლისას კარი იყო ჩაკეტილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მკვლელმა ის თავად ჩაკეტა.

 

 

onalem

ტესტ