fbpx
კრიმინალი

“ჩემს თანამზრახველს 10.000 ევრო გადავუხადე, რომ ანა და მისი დედა დაგვეხოცა” – პაკისტანელის ჩვენების დეტალები

საბერძნეთის პოლიცია პაკისტანელი მამაკაცის ჩვენების კიდევ უფრო მეტ დეტალს ავრცელებს.

ირკვევა, რომ ქართველი დედა-შვილის მკვლელობის მოტივი მხოლოდ ერთ, 54 წლის მამაკაცს ჰქონდა და მეორე მას დაეხმარა. შოკისმომგვრელია ფაქტი, რომ 54 წლის პაკისტანელმა თავის 60 წლის თანაზრახველს გადაუხადა 10.000 ევრო, რათა დედა-შვილი დაეხოცათ და შემდეგ ცხედრები დაენაწევრებინათ.

ჩვენების მიხედვით, პაკისტანელს 21 წლის ანასთან უკანონო ურთიერთობა ჰქონდა და როცა ამის შესახებ დედამისმა გაიგო, მისი შანტაჟი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 59 წლის ქალი პაკისტანელისგან მოითხოვდა დაუყოვნებლივ დაშორებოდა ანას, თორემ ამ ყველაფრის შესახებ მის ცოლს მოუყვებოდა, რომელთანაც მამაკაცს 5 შვილი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ დედა-შვილი 13 წლის მანძილზე გაუჩინარებულად ითვლებოდა, თუმცა, საქართველო-საბერძნეთის სამართალდამცავი სისტემების თანამშრომლობის საფუძველზე მათი მკვლელობის შესახებ გამჟღავნდა და დაკავებულია პაკისტანის სამი მოქალაქე.

onalem

ტესტ