fbpx
კრიმინალი

პოლიციის “სკუპა” თესალონიკში: დაკავებულია 67 უსაბუთო ემიგრანტი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკში პოლიციამ კიდევ ერთი ოპერაცია ჩაატარა. საბუთების შემოწმების შედეგად საერთო ჯამში 67 არალეგალი დააკავეს.

კერძოდ, შემოწმებები ჩატარდა დიავატას, რკინიგზის სადგურის და დიალოგის სადგურის ტერიტორიებზე.

პოლიციის კონტროლი 139-მა პირმა გაიარა, საიდანაც 67-ს არ აღმოჩნდა არც “ადია დიამონის” და არც “ასილო” (თავშესაფარი და საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლება), რის გამოც ისინი განყოფილებაში გადაიყვანეს. მათი ეროვნება არ კონკრეტდება.

უნდა აღინიშნოს, რომ თესალონიკში ზემოთ აღნიშნულ სამ ტერიტორიაზე პოლიციის “სკუპა” ძალიან ხშირად ხორციელდება.

onalem

ტესტ