fbpx
კრიმინალი

მიმტანმა ბიჭმა, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, უფროსი მოკლა – ტრაგედია თესალონიკში

ტრაგედია თესალონიკში, სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში მოხდა. 45 წლის მამაკაცს, რომელიც ბიზნესის მფლობელი იყო, საკუთარი ყოფილი თანამშრომელი, ორ ძმასთან და კიდევ ერთ მეგობართან ერთად დაესხა თავს და მოკლეს. ინციდენტი უამრავი თვითმხილველის წინაშე მოხდა, თუმცა, ვერავინ ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხა, რადგან მათაც დანებით ემუქრებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცი, რომელიც ამ მაღაზიაში შეკვეთის მიმტანად, ე.წ. “დელივერად” მუშაობდა, ციკნოპემტის დღეს სამსახურში არ გამოცხადდა და ამის შესახებ უფროსს არც შეატყობინა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც, 45 წლის დამსაქმებელმა დაურეკა და უთხრა, რომ გათავისუფლებული იყო.

32 წლის “დელივერმა”, როგორც ჩანს, დამხარება ძმებს სთხოვა და ისინი ოთხივე ერთად მივიდნენ მაღაზიაში, შეკამათების შემდეგ კი ყოფილ უფროსს თავს დანებით დაესხნენ და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი ძიუდოს ჩემპიონი და ორი შვილის მამა იყო. მას ახასიათებენ როგორც საუკეთესო მამას და მეუღლეს, ოჯახისთვის თავგანწირულ ადამიანს, რომელიც ასევე მზად იყო დახმარებოდა ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდებოდა.

ერთ-ერთი, 17 წლის დამნაშავე, პოლიციამ ათენში დააკავა, მისი 20 წლის ძმა კი თივაში. ასევე, პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა მთავარი ეჭვმიტანილი, 32 წლის მამაკაცი, ხოლო კიდევ ერთ, 32 წლის მამაკაცს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

45 წლის სპორტსმენს გულის არეში ოთხი ღრმა ჭრილობა ჰქონდა, რამაც საბოლოოდ მისი სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

onalem

ტესტ