fbpx
საზოგადოება

“ძირს დავეცი და მუცელში ფეხებს მირტყამდა” – როგორ სცემა ათენის სკოლაში 11 წლის ფილიპინელი ბიჭი ბერძენმა მამაკაცმა

11 წლის ბიჭი, რომელიც ბერძენი რასისტი მამაკაცის მსხვერპლი გახდა, მედიასთან მომხდარის შესახებ საკუთარ ვერსიას ჰყვება. როგორც ის ამბობს, მამაკაცი არა მხოლოდ სცემდა, არამედ ოჯახის დახოცვითაც ემუქრებოდა.

“ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სკოლაში ჩემს თანაკლასელ გოგონას ჩემი მეგობრის ბოთლიდან წყალი გადაესხა, რომელსაც თავსახური არ ეკეთა. ეს შემთხვევით მოხდა, ის კი გაბრაზდა და წყალი მეც შემომასხა. მე მას ბოდიში მოვუხადე, მიუხედავად იმისა, რომ განზრახ არ გამიკეთებია, მაგრამ ის უფრო გაბრაზდა და დამემუქრა, რომ ყველაფერს მამამისს ეტყოდა. ასეც მოხდა, მეორე დღეს ის სკოლაში მოიყვანა. ამ კაცმა ჯერ ყვირილი დამიწყო და ოჯახის დახოცვით მემუქრებოდა. ამაზე ძალიან გავბრაზდი და მეც ავყვირდი. შემდეგ კი დაბლა დამაგდო და მუცელში ფეხებს მირტყამდა. წამოდგომა ვცადე, მაგრამ იმდენად მტკიოდა ყველაფერი, რომ ისევ დავეცი. ამასობაში კი გაიქცა კიდეც,” ამბობს ბავშვი.

11 წლის ფილიპინელი ბიჭი საავადმყოფოში ორი დღის მანძილზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ მამაკაცი იქამდეც შეუნიშნავთ რასისტულ ქმედებებში და ცნობილია თავისი რადიკალური შეხედულებებით.

onalem

ტესტ