fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში დასასვენებლად ჩამოსულ 18 წლის გოგონას მშობლებს გარდაცვლილს უბრუნებენ – ტრაგედია როდოსზე

ტრაგედია კუნძულ როდოსზე მოხდა. 18 წლის გოგონა, რომელიც ვილის სახურავიდან გადმოვარდა და საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში იყო მოთავსებული, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ გერმანელი ტურისტი კუნძულ როდოსზე დასასვენებლად იმყოფებოდა, თუმცა, ზუსტად უცნობია, როგორ გადმოვარდა ის დიდი სიმაღლიდან, რის შედეგადაც მიიღო სერიოზული დაზიანებები თავის არეში.

გოგონა მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, სამწუხაროდ, მისმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო.

დაიკითხნენ მისი მეგობრები, რომლებთან ერთადაც გარდაცვლილი საბერძნეთში დასასვენებლად ჩამოვიდა, ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ