fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

არსებობს კიდევ ერთი დამნაშავე, რომელიც თავისუფალი დადის – მჟავით თავდასხმის დეტალები

იოანა პალიოსპირუს ადვოკატი, აპოსტოლოს ლიტრა მედიასთან ღიად აცხადებს, რომ მის კლიენტზე მჟავით თავდასხმის საქმეში ნამდვილად მონაწილეობდა მეორე პირიც, რომელიც ამჟამად თავისუფალი დადის.

ადვოკატის თქმით, თავდამსხმელ ქალს, 36 წლის ეფის, ჰყავდა თანამზრახველი, მაგრამ ამ დრომდე ჯიუტად არ ამჟღავნებს რაიმე ინფორმაციას მის შესახებ.

როგორც უკვე ცნობილია, იოანას მანქანაში დამონტაჟებული იყო GPS და მასზე დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა თვალთვალი. ფაქტობრივად, ეს იყო იმდენად გრძელვადიანი და კარგად ორგანიზებული დევნა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი ყველაფერს ერთად ვერ მოახერხებდა. ასევე, ბოლომე არ არის გამოძიებული საკითხი, თუ ზუსტად როგორ მოიპოვა მჟავა თავდამსხმელმა.

საბერძნეთის პოლიციას გამოძიება ჯერ კიდევ არ შეუწყვეტია მიუხედავად იმისა, რომ ეფი დიდი ხანია დაკავებულია.

პალიოსპირუს უკვე მრავალი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, რეაბილიტაციისთვის კიდევ ძალიან გრძელი გზა აქვს წინ. მას სახის 93% დამწვარი აქვს.

onalem

ტესტ