fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთში ვაქცინის მე-3 დოზის მიღება იწყება

საბერძნეთის ვაქცინაციის ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტმა, ქ-ნ მარია თეოდორიდუმ, საჯარო გამოსვლისას მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

ის შეეხო რამდენიმე საკითხს, მათ შორის 12-17 წლის მოზარდების აცრის თემას და ასევე აღნიშნა, რომ სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება პლატფორმა მათთვის, ვისაც სურს, რომ ვაქცინის მე-3 დოზა მიიღოს.

თეოდორიდუმ განმარტა, რომ მოზარდების აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამი მიზეზით:

1) მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

2) იმისთვის, რომ სკოლებში თითოეული მოსწავლე და პედაგოგი უსაფრთხოდ დაბრუნდეს.

3) იმის გამო, რომ ინფიცირებულმა ბავშვმა მარტივად შეიძლება ვირუსი ოჯახში გაავრცელოს, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში (მოხუცებში).

რაც შეეხება ვაქცინის მე-3 დოზას, 14 სექტემბრიდან მსურველებს უკვე შეეძლებათ ვიზიტები დანიშნონ აცრისთვის.

onalem

ტესტ