fbpx
საბერძნეთი

შოკი რაფინაში – მეზობლებმა მამაკაცი სახლის აივანზე ჩამოკიდებული ნახეს

დღეს დილით რაფინას მაცხოვრებლები შოკისმომგვრელი სანახაობის წინაშე დადგნენ. ერთ-ერთი კორპუსის აივანზე მეზობლებმა მამაკაცის ჩამოკიდებული ცხედარი შენიშნეს.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცს პირი ლენტით ჰქონდა აკრული, თუმცა, ყველა გარემოება თვითმკვლელობაზე მიუთითებს და მან თავი ჩამოიხრჩო. მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს გამოძიება, რათა სრულიად გამოირიცხოს კრიმინალური დანაშაულის შესაძლებლობა.

ცნობილია, რომ 44 წლის მამაკაცს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. შემზარავია ფაქტი, რომ 2013 წელს ილიონში მან საკუთარი დედა მოკლა.

გარდაცვლილი უნიჭიერესი მხატვარი იყო, წარსულში გამართული ჰქონდა ათეულობით გამოფენა და გამოქვეყნებული ჰქონდა ლექსები და ესეები.

ბოლო პერიოდში იღებდა სამედიცინო მკურნალობას, რადგან სერიოზული ფსიქიკური პრობლემების წინაშე იდგა.

onalem

ტესტ