fbpx
საბერძნეთი

დღეს მზიანი ამინდი, ხვალიდან კი, ძლიერი წვიმა და ქარი საბერძნეთში – ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია სეტყვაც

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღევანდელი მზიანი დღის მიუხედავად, საბერძნეთში ხვალიდან ამინდი უარესდება და ნალექი გველის. ამას გარდა, ზოგიერთ რეგიონში წვიმასთან ერთად მოსალოდნელია სეტყვაც.

უფრო კონკრეტულად, სინპტიკოსები ხვალიდან, ოთხშაბათიდან, პარასკევის ჩათვლით წვიმასა და ძლიერ ქარს გვპირდებიან.

ფენომენი ხვალ დილიდან გააქტიურდება იონიის ზღვაში, იპიროსა და დასავლეთ სტერეაში, ხოლო შუადღიდან პელოპონისოში. გვიან ღამით კი, შედარებით შესუსტდება.

ხუთშაბათს, 15 მარტს, ნალექი მოსალოდნელია საღამოოს საათებამდე ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე.

შუადღიდან პერიოდულად იწვიმებს კიკლადესის კუნძულებსა და კრეტაზე.

დოდეკანესის კუნძულებზე ნალექი მოსალოდნელია დილითა და საღამოს საათებში.

პარასკევს კვლავ იწვიმებს კიკლადესის კუნძულებზე, კრეტასა და დოდეკანესის კუნძულებზე.

რაც შეეხება ათენს, ნალექი მოსალოდნელია ხუთშაბათსა და პარასკევს, ჰაერი კი, მომდევნო სამი დღის მანძილზე 16 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკში მცირე პერიოდული წვიმა მოსალოდნელია ხვალიდან პარასკევის ჩათვლით.

onalem

ტესტ