fbpx
საბერძნეთი

განგაში საბერძნეთის მთავრობისთვის – ქვეყანაში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკულმა შტამმაც შემოაღწია

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტროსა და ზოგადად, ექსპერტთა საბჭოსთვის, დღეს კიდევ ერთი თავის ტკივილი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა.

ირკვევა, რომ ახალი შტამი დაუდგინდა 36 წლის სასულიერო პირს, რომელიც ნეაპოლში დიაკვანია. ის ვირუსით ორი თვის წინ დაავადდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა და მისი ტესტები უარყოფით პასუხს აჩვენებდნენ, მაგრამ ახლა, ხელახლა ჩატარებული ტესტის პასუხი აჩვენებს, რომ ის ინფიცირებულია კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში მუტაცირებული შტამით.

გარდა ამისა, ნიკოს ხარდალიასი თესალონიკში პირადად იმყოფებოდა, კოლეგებთან ერთად, რათა სიტუაცია შეეფასებინათ. მისი თქმით, ტესტების გაკეთების საშუალებით უკეთესად მოხდება კონტროლი და ექსპერტებს ექნებათ რეალობასთან მიახლოვებული სურათი, თუ როგორია ეპიდმდგომარეობა რეგიონში.

“თესალონიკმა კარგი შედეგები დადო და მონაცემები უნდა დარჩეს ისე, როგორც ახლა არის. სწორედ ამიტომ, ზომები მკაცრად უნდა დავიცვათ,” აცხადებს მინისტრის მოადგილე.

 

onalem

ტესტ